რატომ არ მიიწვია პარლამენტმა პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად - პაპუაშვილის განმარტება
რატომ არ მიიწვია პარლამენტმა პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიასთან განმარტებას აკეთებს.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, წელს პრეზიდენტს არ გაუგზავნეს მიწვევა წინა წლის გამოცდილების გამო - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ღონისძიებაზე დაპატიჟების მიუხედავად, წინა წელს პრეზიდენტი არ მივიდა, შესაბამისად, წელს აღარ მიიწვიეს.
წელს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული. შარშან ის მოწვეული იყო და არ მოვიდა ამ ღონისძიებაზე, კითხეთ მას მიზეზი, არ ვიცი რატომ არ მოვიდა, შესაბამისად, ის შარშანაც არ იყო და წელსაც არ მოგვიწვევია", - თქვა პაპუაშვილმა.
ის, რომ იუნკერთა ხსოვნის მისაგებად გამართულ ცერემონიალზე პრეზიდენტი პარლამენტმა არ მიიწვია, ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვიეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის", - წერია პრესსამსაუხირს განცხადებაში.