ოფისის გახსნაზე შუქი ჩაგვიქრეს - გიორგი გახარია
პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარი,ა ამბობს, რომ გორის ოფისში პრეზენტაციის დროს შუქი ჩააქრეს.
ჩვენ არ ვებრძვით არავის, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ, ჩვენ ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, მიუხედავად იმისა, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ, მიუხედავად იმისა, როგორ ჩაგვიქრობენ შუქს პრეზენტაციის დღეს, რომელიც დღეს აქ მოგვიწყვეს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიხურავენ ოფისს, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან დაითხოვენ კი არა, უბრალოდ გამოყრიან ადამიანებს, რომლებიც წლებია, საჯარო მოსამსახურეები არიან, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის მსახურებას", -აღნიშნა გახარიამ.