რატომ აქვს უფლება "ლიბერთის" გასცეს პენსიონერებზე სესხი, "ოვერდრაფტი" ისე, რომ არ აუხსნას პირობები - თურაზაშვილი

23.02.24 13:32
რატომ აქვს უფლება "ლიბერთის" გასცეს პენსიონერებზე სესხი, "ოვერდრაფტი" ისე, რომ არ აუხსნას პირობები - თურაზაშვილი

"რატომ აქვს უფლება ლიბერთი ბანკს გასცეს პენსიონერებზე სესხი, გასცეს ოვერდრაფტი ისე, რომ არ აუხსნას პირობები. ლიბერთი ბანკს არცერთი ახალი სესხი 26 პროცენტად არ გაუცია," - ამ განცხადებას "მოქალაქეების" დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი აკეთებს და ნათია თურნავას მიმართავს.

თურაზაშვილის შეფასებით, "ლიბერთი ბანკი" პირებს, ვისაც ნებისმიერი სახის პენსია ერიცხება ბანკში, ისე უმტკიცებს ოვერდრაფს და სესხს, რომ პირობებს არ აცნობს.

მივაღწიეთ იმას, რომ შედგა შეთანხმება პროცენტის დაწევასთან დაკავშირებით და 43.36 პროცენტიდან უნდა დაწეულიყო 26 პროცენტამდე, მაგრამ სამწუხაროდ, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ აქაც არ ღალატობს საკუთარ თავს ლიბერთი ბანკი და არცერთი ახალი სესხი 26 პროცენტად არ გაუცია. რატომ აქვს უფლება ლიბერთი ბანკს გასცეს პენსიონერებზე სესხი, გასცეს ოვერდრაფტი ისე, რომ არ აუხსნას პირობები და არ აუხსნას ის საფრთხეები, რასაც სესხი ოვერდრაფტი შეიცავს. მათ მოტყუებით გაუფორმეს ოვერდრაფტები და სამწუხაროდ, არიან პენსიონერები, რომლებმაც ეს აღმოაჩინეს 2-3-4 წლის შემდეგ. ეს პრობლემები ეხება არა მარტო ასაკით საპენსიო ადამიანებს, ეს პრობლემები ეხებათ დევნილებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ლიბერთი ბანკში რაიმე სახის პენსია ერიცხებათ. როგორ შეიძლება არ რეაგირებდეს ეროვნული ბანკი მაშინ, როდესაც მომხმარებლების უფლებები ირღვევა. თუკი თქვენ, როგორც ეროვნულმა ბანკმა, შეიმუშავეთ რეკომენდაცია სესხის ჩარჩოში დაბრუნების შესახებ, რატომ არ გახდა ეს რეკომენდაცია საჯარო.

არ გეუბნებით, რომ სადმე შორს წახვიდეთ, მელიქიშვილიდან თავისუფლებამდე გაიარეთ და უბრალოდ ჩახედეთ თვალებში ამ ადამიანებს. ეს არის პარტია „მოქალაქეების“ დამსახურება, გუშინ, რაც მოხდა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ფაქტობრივად, თქვენ ეუბნებით პენსიონერებს, რომ მე კი გძარცვავდი ძალიან, მაგრამ მე გავაგრძელებ შენს გაძარცვას, მაგრამ უფრო ნაკლები თანხით, ეს არ არის სწორი,“ - ამბობს ქეთევან თურაზაშვილი.

მსგავსი სიახლეები