სამთავრობო ცვლილებები არ იქნება, სამ წელიწადში თუ რამე ცვლილება მოხდება, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული - კობახიძე
პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებები არ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს ისაუბრა.
რაც შეეხება ინფორმაციას, განიხილება თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრად დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი, ხოლო მოქმედი მინისტრი ილია დარჩიაშვილი ელჩად დაინიშნება, ამაზე პრემიერი ამბობს, რომ ცვლილებები არ იგეგმება და კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
ცვლილებები არ იგეგმება, ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ამ ვიზიტის ფარგლებში, მინდა მადლობა გადვუხადო. არავითარი ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება, საერთოდ გეგმაში ასეთი რამ არ არის, ერთ, ორ და სამ წელიწადში თუ რამე ცვლილება მოხდება, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. არსად არ ვრცელდება," - ამბობს კობახიძე.