სუსი-ს თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ - გახარია

01.07.21 13:58
სუსი-ს თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ - გახარია

სუსი-ს თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ - ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ, გორის ოფისის გახსნაზე განაცხადა. 

ექსპრემიერი ამბობს, რომ ის წამებულის მანტიას არ მოისხამს. 

რაც შეეხება ხელისუფლების თავდასხმებს, ოპოზიციაში წასული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ "ქართული ოცნება ცდილობს, თავსი მხარდამჭერები დაარწმუნოს, რომ ჯერ კიდევ ჯანზეა": 

ახლა ჟურნალისტი მეუბნება, რომ ზუსტად ისევე, როგორც ბათუმის ოფისის მეპატრონემ, ამ ოფისის მეპატრონემ უკვე შეგვიწყვიტა კონტრაქტის ხელშეკრულება და ჩვენც მოგვიწევს აქედან წასვლა. არა, მე ახლა ვგავარ წამებულს? წამებულს კი არ ვგავარ, ვერანაირი ტყუილებით, ვერანაირი შუქის ჩაქრობით, ოფისებიდან გამოგდებით, ვერანაირი სუს-ის მეთვალყურეობითა და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, რადგან როდესაც მმართველი პარტია, ხელისუფლება იმდენად შეშინებულია, რომ თხზავს ტყუილს, შემდეგ ამ ტყუილს ავრცელებს მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, შემდეგ ამ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ტყუილზე მისივე პოლიტიკოსები იწყებენ კომენტარების კეთებას, ეს რას ნიშნავს? ეს არის უბრალოდ დაგეგმილი კამპანია, რომ მმართველმა ძალამ თავისი მხარდამჭერები, თავისი პარტიის წევრები, დაარწმუნოს, რომ ჯერ კიდევ ჯანზეა და რაღაც შეუძლია, ეს ნიშნავს შეშინებულ ხელისუფლებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და იქვე დასძინა: "როდესაც ხელისუფლება, მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია“. 

მსგავსი სიახლეები