პრემიერის მტკიცებით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე სააკაშვილი არავის უხსენებია

23.02.24 14:45
პრემიერის მტკიცებით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე სააკაშვილი არავის უხსენებია

ქვეყნის პრემიერი ამტკიცებს, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ევროპელ პოლიტიკოსებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი საერთოდ არ უხსენებიათ. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, ოპოზიციის განცხადებები, თითქოს დასავლეთი მესამე პრეზიდენის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს, სპეკულაციაა. 

არცერთ შეხვედრაზე ასეთი საკითხი არ დაყენებულა. თამამად, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, არცერთ შეხვედრაზე, მათ შორის, ორმხრივ შეხვედრაზე, საერთოდ არ დაუყენებიათ ეს საკითხი. მათ შორის, რაც შეეხება ნატო-საქართველოს კომისიას, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს, საერთოდ არ ყოფილა იქ ნახსენები სააკაშვილი გვარი. ეს არის რეალური ვითარება და დანარჩენი არის პსეკულაციები, - თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები