მთავარი ამოცანაა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს - კობახიძე

23.02.24 14:50
მთავარი ამოცანაა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს - კობახიძე

ირაკლი კობახიძე დღეს რესპუბლიკურის ექიმებს ხვდება. პრემიერი ამბობს, რომ წინასწარ შედეგებზე საუბარი უჭირს, თუმცა აღნიშNავს, რომ სახელმწიფოს ინტერესი არის, რომ ახალი საავადმყოფო აშენდეს. ამასტან კობახიძე ამბობს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინებენ რესპუბლიკურის მედპერსონალის ინტერესებსაც.

დღეს მექნება შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან, ამის სურვილი მე თავიდანვე გამოვხატე, თუმცა, ვიზიტების გამო ვერ მოვახერხე და ეს შეხვედრა დრეს გაიმართება. ჩვენთვის მთავარია, რომ საუკეთესო გადაწყვეტის გზა გამოვნახოთ, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ კლინიკის არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, უმჯობესია, რომ თვისებრივად გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, ეს არის ერთი მთავარი ამოცანა. ამასთან ერთად, ჩვენ გულისხმიერად უნდა მივუდგეთ იმ ინტერესებს, რომელიც აქვს რესპუბლიკურის ექიმებს, აქ რაღაცნაირი ბალანსი უნდა გამოიძებნოს. ჩვენ მზად ვართ აბსოლუტურად ღია საუბრისთვის 

მთავარია გამოვნახოთ საუკეთესო გამოსავლის გზა, გულისხმიერად უნდა მივუდგეთ კოლექტივის ინტერესებს. ორი ინტერესია, რაც უნდა დაბალანსდეს, ეს არის ახალი საავადმყოფოს აშენების ინტერესი, რაც  არის ხალხის და სახელმწიფოს ინტერესი. ამასთან, მაქსიმალურად სწორი გზა უნდა გამოძებნოს, რომ კოლექტივის ინტერესიც იყოს დაცული. დანარჩენი დეტალებზე გვექნება საუაბრი. წინასწარ გამიჭირდება შედეგებზე საუბარი", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები