ცნობილია სამი პოლიტიკოსი, ვისაც ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებამდე მუდმივად ეკონტაქტებოდა
კობახიძე, კალაძე, ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ოფიციალურად მესამედ დაბრუნებამდე სწორედ ამ სამ პოლიტიკოსთან ჰქონდა მუდმივი კომუნიკაცია. ინფორმაცია მედიას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მიაწოდა.
როგორც კობახიძე ამბობს, ივანიშვილს პარტიის ხელმძღვანელთან და სამთავრობო გუნდთან ჰქონდა კომუნიკაცია.
დაახლოებით შეგიძლიათ ივარაუდოთ, სამთავრობო და პარტიული იერარქიიდან, მე მქონდა მასთან კომუნიკაცია, კახი კალაძე შეგიძლიათ ივარაუდოთ, პარტიული-სამთავრობო იერარქიის მიხედვით,“ - ამბობს კობახიძე.