"შენ დაგცინით, ისეთ სისულელეებს ყვები" - საპენსიო სესხების განხილვას პარლამენტში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

23.02.24 15:51
"შენ დაგცინით, ისეთ სისულელეებს ყვები" - საპენსიო სესხების განხილვას პარლამენტში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

პარლამენტში გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. საკითხი საპენსიო სესხებს შეეხებოდა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა თქვა, რომ "ლიბერთი ბანკის" მოგებები ყოვეწლიურად კოლოსალურად იზრდება, რამაც მმართველი პარტია გააღიზიანა. 

რამ გამოიწვია ის, რომ ეს სექტორი კოლოსალურად, ყოველწლიურად, ასტრონომიურად იზრდება მათი მოგებები და ხალხის მდგომარეობა უარესდება?, - თქვა გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას. 

ხელისუფლება ოპოზიციონერი ლიდერის გამოსვლას ირონიით და საპროტესტო განცხადებებით პასუხობდა.

ახლა აქ რომ ყბედობდა და მერე გავიდა, ხაბეს შემცვლელი, ეს ჭიჭე, მერე აქ დაიწყო, რატომ არ მისმენენო, ოპოზიციაო. არ მოგისმენენ, ისეთ სისულელეს ჰყვები, შენი კოლეგებიც არ გისმენენ და შემდეგ რატომ იცინითო? შენ დაგცინით, - თქვა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუას არც "ლელოზე" თავდასხმა გამორჩენია, რომელიც სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოად.

ერთი გამოქანდა და 1000 ლარიანი პენსიაო, "ლელო". არსებულ პენსიასაც ვერ გადაიხდი. ე.ი. ატყუებ და ამით გინად ხელისუფლებაშ მოხვიდე იმ შენი დამწვარი მუსტანგით? გამორიცხულია, - თქვა ზარქუამ. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც პენსიონერების სესხის პროცენტი 26%-მდე შემცირდა, უკმაყოფილოა დანარჩენი ოპოზიციაც. "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ "ლიბერთი ბანკის" მფლობელი ასევე ტელეკომპანია "იმედის მფლობელიცაა, რომლიც განაწყენებაც 'ოცნებას" არ აწყობს და ამიტომ პენსიონერების ძარცვაზეც თვალს ხუჭავს. 

"ლიბერთი ბანკის" მფლობელი არის ირაკლი რუხაძე. ირაკლი რუხაძე იმვადროულად, არის ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი. ტელეკომპანია "იმედი" კი არის ერთი დიდი საყრენი იედეოლოგიურ-პროპაგანდისტული ჩვენი ხელისუფლების და რა თქმა უნდა, ირაკლი რუხაძეს ხომ არ გაანაწყენებენ? იმდენად არ გინდათ ირაკლი რუხაძის განაწყენება, რომ თვალს ხუჭავთ 360 ათასი პენსიონერის ძარცვაზე ბატონი რუხაძის მიერ, - თქვა ელისაშვილმა.  

უკვე რამდენიმე საათია საკანონმდებლო ორგანოში ნათია თურნავა იმყოფება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტრში ინტერპელაციის წესით დაიბარეს. კითხვები თურნავასთან  საპენსიო სესხებზე აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, 150 ათასზე მეტ პენისონერს საპენსიო სესხზე დაწესებული დამატებითი გადასახადი 26%-მდე შეუმციროს.