არჩევნების საბოტაჟი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ყველაფერზე წავიდოდნენ - კობახიძე
"არჩევნების საბოტაჟი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი," - ამ განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე აკეთებს და საარ4ჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს პოზიციურად აფასებს.
კობახიძე ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობა ჩიხურ სიტუაციას ქმნიდა და უფრო მეტიც, პრემიერი მოსახლეობას კონსპირაციულ თეორიას სთავაზობს - ამბობს, რომ არ გამორიცხავს, ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმას.
კობახიძემ საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე საუბრისას გააკრიტიკა ლელო, რადგან სწორედ ოპოზიციური პარტიის წევრია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე.
რა თქმა უნდა, ასეთი რისკები ყოველთვის არსებობს. არსებული კანონმდებლობა ქმნიდა ჩიხურ ვითარებას, როდესაც ორი წლის წინ 6 თვით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები იკავებდნენ თანამდებობას და გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში პოზიციას იკავებდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, მიკერძოებული ადამიანი, ყველას გვესმის რომ ცესკოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ მე არავითარ სცენარს, მითუმეტეს, რომ არჩევნების საბოტაჟი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ისინი ყველაფერზე წავიდოდნენ, ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი სცენარისგან დავაზღვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.