არ ვთვლი, რომ უნდა დავდგე იუნკერების საფლავთან მთავრობის გვერდით, რომელიც რუსეთს ემსახურება - ნაცვლიშვილი

23.02.24 15:18
არ ვთვლი, რომ უნდა დავდგე იუნკერების საფლავთან მთავრობის გვერდით, რომელიც რუსეთს ემსახურება - ნაცვლიშვილი

"ვიყავი მიწვეული ამ ღონისძიებაზე, ისევე, როგორც ყველა დეპუტატი, თუმცა არ ვთვლი, რომ ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება, მის გვერდით უნდა დავდგე იუნკერების საფლავთან,“ - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აკეთებს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პარლამენტში არ მივიდა. რაც შეეხება პრეზიდენტის არ მიწვევას, ნაცვლიშვილს "ოცნების" გადაწყვეტილება არ უკვირს.

ის, რომ მარტო არის ქართული ოცნება ამ პროცესში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მათი ყალბი პათოსი და ყალბი პატივის მიგება იუნკერებისთვის, არავის სჯერა ამ სულისკვეთებისთვის და არ მგონია, რომ პრეზიდენტისთვისაც ყოფილიყო შესაძლებელი გულწრფელად მდგარიყო იმ ხალხის გვერდით, რომელიც თავის მოქმედებით ანადგურებენ იმ მემკვიდრეობას თავისუფლების და ქვეყნის დაცვის, რომელიც იუნკერებმა შემქნეს, ამიტომ ქართული ოცნების პრობლემაა ეს და არა პრეზიდენტის. ასევე ვიყავი მიწვეული ამ ღონისძიებაზე, ისევე, როგორც ყველა დეპუტატი, თუმცა არ ვთვლი, რომ ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება, მის გვერდით უნდა დავდგე იუნკერების საფლავთან,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები