მარტო პრეზიდენტი და მთავრობა კი არა, მთელი ოპოზიცია ერთად უნდა მიდიოდეს - ვაშაძე

23.02.24 15:23
მარტო პრეზიდენტი და მთავრობა კი არა, მთელი ოპოზიცია ერთად უნდა მიდიოდეს - ვაშაძე

"არსებობს სიწმინდეები, არსებობს დღეები, როცა ერმა უნდა აჩვენოს ერთიანობა," - ამ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აკეთებს.

ვაშაძე პარლამენტის მიერ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის არ მიწვევას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს დაუშვებელია. 

მარტო პრეზიდენტი და მთავრობა კი არა, მთელი ოპოზიცია და პოზიცია - ყველა ერთად უნდა მიდიოდეს ასეთ დღეს და ყველა ერთად უნდა საუბრობდეს. წარმოგიდგენიათ აშშ-ში ახლა რომ თავისუფლების, დამოუკიდებლობის ან ასეთ სიმბოლურ დღეებში დემოკრატები და რესპუბლიკელები ცალ-ცალკე აკეთებდნენ რამეს? რა შუაშია, არსებობს სიწმინდეები, არსებობს დღეები, როცა ერმა უნდა აჩვენოს ერთიანობა,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები