ესენი არიან ივანიშვილის პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მათთვის მიუღებელია პრეზიდენტის მონაწილეობა ოფიციალურ ღონისძიებებში - ბეჟაშვილი

23.02.24 15:27
ესენი არიან ივანიშვილის პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მათთვის მიუღებელია პრეზიდენტის მონაწილეობა ოფიციალურ ღონისძიებებში - ბეჟაშვილი

„ეს ადამიანები არიან ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, მათთვის მიუღებელია პრეზიდენტის მონაწილეობა ოფიციალურ ღონისძიებებში,“ - ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აკეთებს. 

ბეჟაშვილი პარლამენტის მიერ პრეზიდენტის დაბლოკვას და იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მიწვევას კრიტიკულად აფასებს. 

ეს ადამიანები არიან ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, მათთვის მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლობა, პრეზიდენტის მონაწილეობა ოფიციალურ ღონისძიებებში. დღევანდელ დღეს, როდესაც ყველა ხელისუფალი უნდა ასხივებდეს ერთობას და ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებას, ესეც ნათლად გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი არ მოიწვიეს,“ - ამბობს ბეჟაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები