ზურაბიშვილის პოზიციონირება ძალიან მტკივნეულად აღიქმება "ოცნების" რიგებში - დოლიძე პრეზიდენტის დაბლოკვაზე
"იქ, სადაც ქართული ოცნება იქნება წარმოდგენილი, ძალიან გამიკვირდება თუ სალომე ზურაბიშვილი მათ რიგებში იდგება," - ამ განცხადებას ნიკა მელიას გუნდის წევრი ბაჩო დოლიძე აკეთებს.
ბაჩო დოლიძე პარლამენტის მიერ პრეზიდენტის დაბლოკვას და იუნკერთა ხსოვნის დღეს პარლამენტის ტაძარში არ მიწვევას ეხმაურება. დოლიძის შეფასებით, "ოცნების" ქმედებები პრეზიდენტის მწვავე განცხადებებს უკავშირდება.
დღეს სალომე ზურაბიშვილის ღია, საჯარო პოზიციონირება ძალიან მტკივნეულად აღიქმება ქართული ოცნების რიგებში, ასე, რომ იქ, სადაც ქართული ოცნება იქნება წარმოდგენილი, ძალიან გამიკვირდება თუ სალომე ზურაბიშვილი მათ რიგებში იდგება,“ - ამბობს ბაჩო დოლიძე.