EU-ს ლიდერებმა გადაწყვიტეს, ყველაფერი გააკეთონ უკრაინის გასამარჯვებლად - ჰერჩინსკი
EU-ს ლიდერებმა გადაწყვიტეს არა მხოლოდ უკრაინის გვერდით იყვნენ, არამედ ყველაფერი გააკეთონ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რითაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის 2 წლისთავს გამოეხმაურა.
ჰერჩინსკის თქმით, EU უკრაინის უკან დგასდა ომში მყოფ ქვეყანას დაეხმარება პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებით და სამხედრო კუთხით.
"ჩვენ ვუახლოვდებით ძალიან სამწუხარო თარიღს. ორი წლის თავს რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრიდან ორი. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, დავიკავეთ მხარე ძალიან ცხადად. ჩვენ უკრაინის უკან ვდგავართ. უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი თავი. როგორც ევროკავშირი, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე სამხედრო კუთხით. ვამაყობ, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა ერთსულოვნად გადაწყვიტა, დახარჯოს 50 მილიარდი ევრო უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. ეს არის უკრაინის მიმართ ჩვენი უცვლელი მხარდაჭერის კიდევ ერთი ვალდებულება, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ყველას დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს არა მხოლოდ უკრაინის გვერდით იყვნენ, რამდენს ხანსაც საჭირო იქნება, არამედ ყველაფერი გააკეთონ, რაც საჭიროა, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს," - ამბობს ჰერჩინსკი.