მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება და სიმშვიდე დაგვეცვა - გახარია პრაიდზე

01.07.21 14:21
მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება და სიმშვიდე დაგვეცვა - გახარია პრაიდზე

ყველამ უნდა დაიცავს კონსტიტუცია და პირველ რიგში, მთავრობამ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თბილისი პრაიდის ღონისძიების შეფასებისას ისაუბრა. 

მისი თქმით, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გუნდთან ერთად ყველაფერს აკეთებდა, რომ  "მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ქალაქში სიმშვიდე" დაეცვათ.

როდესაც ჩემს გუნდთან ერთად ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ნებისმიერ პირობებში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში დაგვეცვა. ეს არის უპირველესი ვალდებულება სახელმწიფოსი და სახელმწიფომ ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ ქვეყანაში სიმშვიდე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს", - თქვა გახარიამ.

პრაიდის კვირეული 1-ლიდან 5 ივლისის  ჩათვლით თბილისში ჩატარდება. 5 ივლისს ის ღირსების მარშით დასრულდება.