EPP ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებს - რა წერია საგანგებო განცხადებაში სააკაშვილზე

23.02.24 16:28
EPP ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებს - რა წერია საგანგებო განცხადებაში სააკაშვილზე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი, ალექსი ნავალნის სიკვდილზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს და რუსი პოლიტპატიმრის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინს აკისრებს - ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ვენაში, ეუთოს საპარლამეტო ასამბელის სესიის პარალელურად გამოქვეყნდა.

დოკუმენტის ერთ ნაწილი მიხეილ სააკაშვილს ეხება.  

მიმართვაში წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე იმყოფება ციხეში პოლტიკურად მოტივირებული ბრალდებით.

"მოგიწოდებთ სააკაშვილის დაუყონებლივი გათავისუფლებისკენ - ნათქვამია დოკუმენტში.

 დამწუხრებული და შეძრწუნებულია ალექსეი ნავალნის სიკვდილით, ციმბირის სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც იხდიდა გაუმართლებელ სასჯელს, პოლიტიკურად მოტივირებული საფუძველით. დაკავების დღიდან ის ექვემდებარებოდა არასათანადო მოპყრობას, წამებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მას ჩამოერთვა ოჯახის ნახვის შესაძლებლობა;

• ღრმა მწუხარებას უცხადებს მის მეუღლეს იულია ნავალნაიას და მათ შვილებს, მის დედას, ოჯახს, მეგობრებსა და ყველა მის მხარდამჭერს;

• მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას. ალექსეი ნავალნის მკვლელობა რუსეთში არსებული სისტემატური და სასტიკი რეპრესიების კიდევ ერთი ნიშანია;

• მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ცნობილი რუსი ოპოზიციონერი
ლიდერი ვლადიმერ ყარა-მურზა;

• მხარს უჭერს ყველა პოლიტპატიმარს და  დემოკრატიისთვის მებრძოლ სხვა მამაც ადამიანებს, განსაკუთრებით რუსეთსა და ბელორუსიაში და მოუწოდებს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ;

• ასევე მოუწოდებს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ეუთოს SMM-ის ყველა თანამშრომელი, რომელიც დაკავებულია
რუსეთი;

• იხსენებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით და მოუწოდებს მისი დაუყონებლივი გათავისუფლებისკენ;

• მოუწოდებს ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს და თანამოაზრე პარტნიორებს მთელ მსოფლიოში გააგრძელოს უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაუმართლებელი, სასტიკი ომის გათვალისწინებით", - წერია განცხადებაში.