"ოცნება" სახელმწიფოს მიტაცების ყველაზე წარმატებული მაგალითია" - ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქების სამეულში მოხვდა
ბიძინა ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქების სამეულში - გავლენიანი ამერიკული გამოცემა "The national interest" ივანიშვილს ვიქტორ მედვედჩუკისა და ვლადიმერ პლახატნიუკის გვერდით აყენებს.
რუსეთის მიტაცების სტრატეგიის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში, ივანიშვილი სახელმწიფოს მიტაცების კლასიკურ ნიმუშად არის დასახელებული.
ამერიკელმა მკველვარებმა დეტალურად ახსნეს, როგორ მოვიდა ოლიგარქი ხელისუფლებაში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული მონოპოლია გამოაცხადა. "The national interest"-ს არც ივანიშვილის წარსულის გამოცდილება დავიწყებია - ოლიგარქი, რომელიც 90-იანებში რუსეთში გამდიდრდა და აგრესორ სახელმწიფოსთან დღემდეე ღრმა კავშირები გააჩნია.
შემდეგი საფეხური კრემლისთვის ხელში ჩაგდების კიბეზე არის ელიტარული მიტაცება. თუ სოციალური დაპყრობა გულისხმობს, ტროას ცხენის საზოგადოებაში დამკვიდრების პოლიტიკას, ელიტური მიტაცება გულისხმობს მის შექმნას პოლიტიკურ, ბიუროკრატიულ და ბიზნეს საზოგადოებაში.
პირველი. რუსეთში დაფუძნებული ბიზნეს კავშირებისა და პოლიტიკური მოღვაწეების ეკონომიკური ინტერესების გამოყენება. წარსულში ეს იყო ბიძინა ივანიშვილი საქართველოში, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში და ვლადიმირ პლაჰოტნიუკი მოლდოვაში.
მეორე. ელიტური წრის წარმომადგენლების ჩანერგვა , როგორც ეს იყო ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, რომელიც 90-იან წლებში რუსეთში ცხოვრობდა და ვისი ეკონომიკური აქივებიც დაკავშირებულია რუსეთთან, მან 2012 წელს პარტია ქართული ოცნება დააფუძნა.
უდაოდ , სახელმწიფოს მიტაცების ყველაზე წარმატებული მაგალითია ბიძინა ივანიშვილის პარტია ქართული ოცნება, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო 2012 წლის არჩევნების შემდეგ მიიტაცა. ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიენტობის პერიოდში, რუსეთი სახიფათოდ მიუახლოვდა მიეტაცებინა უკრაინის სახლემწიფო, იქამდე სანამ ეს პროცესი სამოქალაქო საზოგადოებამ აჯანყებით არ ჩაშალა.
და ბოლოს, ტერიტორიების დაკავება არის რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ქმნის საბაბს საბჭოთა კავშრის ყოფილი ქვეყნების ტერიტორიის ნაწილის დასაკავებლად. მოლდოვის შემთხვევაში ეს იყო დნესტრისპირეთის რეგიონი, საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონი, უკრაინაში კი ყირიმის ნახევარკუნძული და დონბასის რეგიონი", - წერია სტატიაში.
ვლადიმერ პუტინის გზები, რა მეთოდებითაც ის ებრძვის მეზობელ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი საქართველოს, უცნობი არ არის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის.
საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთი იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ზეგავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკაზე.
რუსული გავლენები და უცხოური ჩარევები, ინფორმაციაზე მანიპულაცია, დეზიმფორმაცია არის ის, რასაც ყველა უნდა აღვუდგეთ წინ. თქვენ ახსენეთ რომ რუსეთს სურს ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში, შემიძლია გითხრათ რომ ასევე ევროკავშირის შიგნითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ უკუვაგდოთ რუსული გავლენები ეს არის სერიოზული გამოწვევა ჩვენთვისაც.უნდა დავრჩეთ ერთიანები რათა წარვუდგინოთ ნამდვილი სურათი ჩვენს მოსახლეობას", - ამბობს პაველ ჰერჩნსკი.
საფრანგეთის ელჩის თქმით, რუსეთი მსგავსი მეთოდებით ზეგავლენის მოხდენას გარდა საქართველოსა, ცდილობს სხვა ქვეყნებშიც.
სამწუხაროდ, რუსეთი იყენებს ყველა ბერკეტს, რომელიც შეუძლია, რათა გაატაროს საკუთარი ინტერესები სხვადასხვა ქვეყანაში. რუსეთი ამას ჩემს ქვეყანაშიც აკეთებს. იყენებს სოციალური ქსელს პროპაგანდისთვის. ჩვენს ინტერესებშია. რომ ევროპული და ქართული დემოკრატია ამას ერთად ებრძოლოს. თუ გადაწყვიტეთ რომ იყოთ ევროკავშირის კანდიტატო ქვეყანა თქვენ უდა ებრძოლოთ ოლიგარქიზაციას და არსებობს ბევრი გზა, რომელსაც რუსეთი იყენებს. თქვენ უნდა აირჩიოთ სწორი გზა და ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია სწორი გზა", - ამბობს საფრანგეთის ელჩი.