ევროპის სახალხო პარტია გმობს ნავალნის მკვლელობას და მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სააკაშვილი - ბოკუჩავა
"ევროპის სახალხო პარტია გმობს ნავალნის მკვლელობას პუტინის რეჟიმის მიერ და მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი", - ამის შესახებ კომენტარი საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპის სახალხო პარტიის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ბოკუჩავას თქმით, პუტინის ტყვეობაში მყოფი სააკაშვილი პოლიტიკური მოტივით იდევნება, ამიტომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა და შეიწყალოს იგი.
ევროპის სახალხო პარტია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გმობს ალექსეი ნავალნის მკვლელობას პუტინის რეჟიმის მიერ. მოითხოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და კარამურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც როგორც განცხადებაშია ნათქვამი - პოლიტიკური მოტივით იდევნება, ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და კიდევ ერთი მოწოდება მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, რომ როგორც მას პირდაპირ პირდაპირ უთხრეს მიუნხენის კონფერენციაზე, მან მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები იმისთვის, რომ განთავისუფლდეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.