ივანიშვილის რეჟიმმა განვლილი 12 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ დავცილებოდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს - ჭიაბერაშვილი

23.02.24 17:57
ივანიშვილის რეჟიმმა განვლილი 12 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ დავცილებოდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს - ჭიაბერაშვილი

"ივანიშვილის რეჟიმმა განვლილი 12 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ დავცილებოდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს", - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც აშშ-ის მხრიდან თითქოს შესუსტებული იყო ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით.

ჭიაბერაშვილის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციური მთავრობის გამარჯვება საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს დაახლოებას განაპირობებს.

ივანიშვილის რეჟიმმა განვლილი 12 წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა რომ დავცილებოდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ამ დროს შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე დიდად არის დამოკიდებული საქართველოს განვითარება, ინვესტიციების შემოსვლა სამუშაო ადგილების შექმნა, ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ეს გამოასწოროს ივანიშვილის რეჟიმმა. ეს ყველაფერი, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, 2024 წლის არჩევნების შემდგომ, ჩვენი გამარჯვების შემდგომ კოალიციური მთავრობის მიერ განხორციელდება.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.