იმედია, ეს არ არის ახალი სპეკულაციური კამპანიის დაწყების საფუძველი - მდინარაძე უკრაინის თხოვნაზე

23.02.24 18:17
იმედია, ეს არ არის ახალი სპეკულაციური კამპანიის დაწყების საფუძველი - მდინარაძე უკრაინის თხოვნაზე

"იმედს გამოვთქვამ, რომ ეს არ არის ახალი რაღაც ნეგატიური, სპეკულაციური კამპანიის დაწყების საფუძველი" - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აკეთებს.

მდინარაძე ეხმაურება უკრაინის თხოვნას, გადასცეს მათ ქართულმა მხარემ საინჟინრო ტექნიკა.

იმედს გამოვთქვამ, რომ ეს არ არის ახალი რაღაც ნეგატიური, სპეკულაციური კამპანიის დაწყების საფუძველი, სხვა მიზნები არ გააჩნია და მართლაც რაღაც დახმარება სჭირდებათ. ამ შემთხვევაში შეიძლება განიხილოს სერიოზულად ეს საკითხი, ვინაიდან, ცოტა უცნაურია ასეთი თხოვნა" - თქვა მდინარაძემ.