გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს
პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლდა. ინფორმაციას ადვოკატი ადასტურებს. წულაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახე შეუცვალა და პატიმრობიდან 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. წულაიას 18 მარტს პროკურატურამ ბრალი სსკ-ის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.