პრეზიდენტი "ოცნების" შავ სიაში - ზურაბიშვილს პარლამენტის კარი ჩაუკეტეს

23.02.24 20:01
პრეზიდენტი "ოცნების" შავ სიაში - ზურაბიშვილს პარლამენტის კარი ჩაუკეტეს

 

 

პრეზიდენტი "ქართული ოცნების" შავ სიაში - უმაღლეს მთავარსარდალს დღეს პარლამენტის კარი ჩაუკეტეს. საბჭოთა რუსეთის მიერ მოკლული იუნკერების ხსოვნის ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ მიიწვიეს. მთავრობა პარლამენტის ეზოში და მარტო მდგომი პრეზიდენტი პარლამენტის კედელთან ცალცაკე იხსნებდნენ საქართველოს ისოტრიის უმძიმდეს დღეს. ოლიგაქის პარტიას რუსეთის მიმართ მწვავე გზავნილებით ცნობილი პრეზიდენტის გვერდით დგომის, როგორც ჩანს, ისევ შეეშინდა.

"ახირებული ახალგაზრდები" - ასე შეაფასა პრეზიდენტის მრჩეველმა "ქართული ოცნების" მორიგი სადამსჯელო ღონისძიება. მმართველი გუნდი თავის მართლების რეჟიმშია, თუმცა არგუმენტები სუსტია. ამბობენ, რომ ზურაბიშვილი ფორმალური პრეზიდენტია და მისი მიწვევა დღევანდელ ღონიძიებაზე აუცილებლობას არ წარმოადგენდა. თუმცა ფაქტია, რომ  ის რაც დღეს ხელისუფლებამ გააკეთა, ეტიკეტის და პროტოკოლის უხეშ დარღვევასთან ერთად პოლარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი საჯარო ნაბიჯია.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.