პრემიერი აღიარებს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები შესუსტდა - რა თქვა კობახიძემ პრესკონფერენციაზე?
რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლების პირველმა პირებმაც არ იციან. პრემიერ-მინისტრმა დღეს დაადასტურა, რომ არავინ იცის, როდის და რა ფორმით ჩაერთვება პარტიის საპატიო თავმჯდომარე წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ჩანს, ოლიგარქი ამ თემაზე გუნდთან კონსულტაციებს საერთოდ არ გეგმავს. სამაგიეროდ, მთავრობის მეთაურმა აღიარა, რომ მაშინაც კი, როდესაც ივანიშვილი ოფიციალურად პოლიტიკიდან წასული იყო, დირექტივებს კონკრეტულ თანამდებობის პირებს აძლევდა. ესენი იყვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი, კალაძე.
პირველ პრესკონფერენციაზე პრემიერის რანგში შერბილებული ტონი აშკარა იყო. სულ რაღაც ერთი თვის წინ კობახიძე ევროპარლამენტარებს გლობალური ომის პარტიის წევრებად მოიხსენიებდა, რომლებიც ქვეყანას მეორე ფრონტის გახსნას აიძულებენ, დღეს ისინი უკვე დასავლელი პარტნიორები არიან. რატომ შეიცვალა კობახიძის რიტორიკა რადიკალურად? პრემიერმა დღეს აღაიარა, რომ მის ანტიდასავლურ განცხადებებზე ახსნა -ანმარტებების მიცემა ევროპარლამენტის პრეზიდენტისთვისაც მოუწია.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.