სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური ნიმუში - ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქების ტოპ სამეულშია

23.02.24 20:15
სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური ნიმუში - ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქების ტოპ სამეულშია

 

 

სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური ნიმუში - ბიძინა ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქების ტოპ სამეულშია. მედვედჩუკი უკრაინაში, პლახატნიუკი მოლდოვაში და ივანიშვილი საქართველოში - გავლენიანი ამერიკული გამოცემა "ნეიშენელ ინტერესტი" რუსულ გავლენებს და ამ გავლენების გამტარებელ ქართველ ოლიგარქს ვრცელ სტატიას უძღვნის. ამერიკელი მკვლევარები დეტალურად ხსნიან, როგორ მოვიდა რუსეთში გამდიდრებული ივანიშვილი ხელისუფლებაში და როგორ მიისაკუთრა მთელი  სახელმწიფო ინსტიტუტები. 

სტატიაში ვრცლად არის საუბარი ივანიშვილის წარსულსა და მის ამჟამინდელ მჭიდრო კავშირებზე მოსკოვთან. კრემლის სცენარი ყველგან იდენტურია. ეს არის სახელმწიფოს მიტაცების რუსული მოდელი, რომლის განხორციელებასაც მოსკოვი პრორუსი ოლიგარქების მეშვეობით მეზობელ ქვეყნებში ცდილობს.

რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, სადაც რუსული ინტერვენცია დღითი დღე იზრდება? მოსკოვის გავლენებისგან თავის დასაღწევად ოლიგარქიზაციასთან ბრძოლაა საჭირო  - ეს არის ევროპელი დიპლომატების მთავარი გზავნილი.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.