მოსამართლეების კეთილსინდისიერება არ შემოწმდება - კობახიძის უარი ევროკომისიის მოთხოვნაზე
პრემიერის კატეგორიული უარი ევროკომისიის მოთხოვნის შესრულებაზე - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერება არ შემოწმდება. ასეთი იყო პრემიერის პასუხი ე. წ ვეთინგის სისტემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. ეს არის მეთოდი, რითაც უნდა შემოწმდეს რამდენად იმსახურებს ესა თუ ის მოსამართლე იყოს სისტემის ნაწილი.
ხელისუფლებისგან წახალისებული სასამართლო კლანი კი გავლენებს სულ უფრო იძლიერებს. მურუსიძე-ჩინჩალაძის არაფორმალურმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ უზენაესი სასამართლო მათი ნდობით აღჭურვილი და მორჩილი მოსამართლეებით დააკომპლექტოს. სავარაუდოდ, ამ ფორმით არაფორმალური ჯგუფი წინასაარჩევნოდ ემზადება. ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში სისტემაში უვადო მოსამართლეებად სწორედ კლანის გარემოცვა დარჩება.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.