სესხებით გაძარცული პენსიონერები - ნათია თურნავას მოსმენამ პარლამენტში ხმაურის ფონზე ჩაიარა

23.02.24 21:16
სესხებით გაძარცული პენსიონერები - ნათია თურნავას მოსმენამ პარლამენტში ხმაურის ფონზე ჩაიარა

 

 

სესხებით გაძარცული პენსიონერები -  ნათია თურნავას დღეს მოუწია იმის აღიარება, რომ "ლიბერთი ბანკი" პენსიონერებს ოვერდრაფტებს ისე უმტკიცებდა, რომ პირობებს არ აცნობდა. ის, რასაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ხარვეზად მოიხსენიებს, ისედაც გაჭირვებული პენსიონერებისთვის უკანასკნელი თეთრების წართმევის ტოლფასი იყო.

ინტერპელაციის წესით დაბარებულ თურნავას დღეს ოპოზიციის მძიმე შეფასებების მოსმენა მოუწია. თუმცა როდესაც ტრიბუნიდან საპენსიო სესხების განულების საკითხი დადგა დღის წესრიგში, ეროვნული ბანკის სადარაჯოზე უმრავლესობა დადგა და ოპონენტებს დარბაზიდან  ხმაურით და დაცინვით პასუხობდნენ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.