კობახიძესა და ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
ირაკლი კობახიძესა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის გადასადგმელი სამომავლო ნაბიჯები განიხილეს.
ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანისაგან მიიღო მიწვევა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმოს მისი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.