რუსეთს სურს დემოკრატიის დესტაბილიზაცია პროპაგანდით, ამას აკეთებს საქართველოშიც - შერაზ გასრი
საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი ჟურნალისტებთან მსოფლიოში არსებულ რისკებზე საუბრობს, რაც კრემლის რეჟიმმა განაპირობა და აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია დემოკრატიის მოშლას პროპაგანდით ცდილობს, რასაც ასევე საქართველოშიც აკეთებს.
შერაზ გასრი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალები საკუთარ მიზანს მიაღწევს, მაშინ საფრთხე მთელ ევროპას დაემუქრება.
ჩვენი მხარდაჭერა კარგად არის კოორდინირებული - ევროკავშირი, NATO, დიდი შვიდეული. ჩვენ არ გვსურს, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. რუსეთს სურს ჩვენი დემოკრატიის დესტაბილიზაცია დეზინფორმაციით, პროპაგანდით, ის ამას აკეთებს საქართველოშიც, ასე რომ, ეს რუსეთის ხელწერაა. ის რაც რისკის წინაშე დგას, არ არის მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, არამედ ევროპის უსაფრთხოებაა", - ამბობს შერაზ გასრი.