კობახიძის განცხადება, ევროპასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ, მტკნარი სიცრუეა - მელია

23.02.24 23:46
კობახიძის განცხადება, ევროპასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ, მტკნარი სიცრუეა - მელია

"დღის ამბების" ეთერში ქართველი პოლიტიკოსი ნიკა მელია პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ევროპის ლიდერებთან ურთიერთობის დათბობასთან დაკავშირებით, სიცრუეს უწოდებს და კობახიძეს მოუწოდებს, რომ ნაადრევი კომენტარებისგან თავი შეიკავოს და  9 დათქმის შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში გაერთიანებას განაპირობებს.

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მიუხედავად მინისტრების როტაციისა, "მთავარ რეჟისორად მაინც ივანიშვილი რჩება".

არაფერი არ იცვლება. სტილი ერთია და ამ სტილს ჰქვია კორუფციული, ოლიგარქიული მმართველობა. რეჟისორი კვლავ იგივეა და მის მარიონეტების თეატრში ცვლის მარიონეტებს. ის, რომ რიტორიკა შეიცვალა ირაკლი კობახიძემ, ეს ცვალებადი რიტორიკა არ იმსახურებს ანალიზს. როგორც წიგნზე ყდიდან გამომდინარე არ უნდა იმსჯელო, იგივეა სახელისუფლებო პოლიტიკოსის შემთხვევაშიც. ბუნებრივია, სახელმწიფოსთვის სასიკეთო ნაბიჯები არ იდგმება. ადამიანი როდესაც საუბრობს, რომ ურთიერთობები გააუმჯობესა ვიღაცასთან, მტკნარი სიცრუეა. გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები", - ამბობს მელია.