"ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა! გამარჯვება თქვენია!" - პრეზიდენტი
"ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა! გამარჯვება თქვენია!" - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავს ეხმაურება და ვიდეომიმართვას ავრცელებს.
"ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!" - აცხადებს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.