საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით - საგარეო

24.02.24 12:28
საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით - საგარეო

საქართველოს სახელით ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 

"საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების აშკარა დარღვევით უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წელი გავიდა. ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. საქართველოს სახელით ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით," - ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.~