კალაძის მიერ სანქცირებული კომპანია, რომელმაც წერეთელზე გზა ვერ დააგო, ხაშურში ასფალტის დაგებას ითხოვს
კომპანია, რომელმაც წერეთელზე გზა ვერ დააგო, ახლა ხაშურში ითხოვს ასფალტის დაგებას - კახი კალაძის მიერ დასანქცირებული "ერ ტე დე" არ ჩერდება. საეჭვო კომპანია ხაშურის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იღებს მონაწილეობას.
მილიონ ორასი ათას ლარიან პროექტში "ერ ტე დეს" მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდა, რომლის გამარჯვების შემთხვევაშიც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია 56 ათას ლარს დაზოგავდა, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით დისკვალიფიკაცია უკვე მიანიჭეს. დიდი ალბათობით, მოწინააღმდეგის გარეშე დარჩენილ შელახული რეპუტაციის მქონე კომპანიას მალე მწვანე შუქს აუნთებენ და სოფელ ქვიშხეთში გზის მშენებლობა დაიწყება.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქმე სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს, რადგან ქართველი ოლიგარქის პარტია ხალხის გაღატაკების ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე ზრუნავს.
ივანიშვილის პარტიამ იცის, რომ ოქტომბერში არჩევნებს წააგებს, ამიტომ ის მოსწრებაზეა გადასული. კომპანია, რომელიც პასუხს უნდა აგებდეს მილიონების გაფლანგვაზე და სამუშაოების შეუსრულებლობაზე, ის შეუფერხებლად მონაწილეობს ტენდერებში და ივანიშვილის პარტია ხელს უწყობს მოსახლეობის ფულის დატაცებას", - ამბობს ოპოზიციონერი.
ცნობისთვის, "ერ ტე დეს" კასპის მუნიციპალიტეტშიც აქვს მოგებული ტენდერი, რის გამოც კომპანია ბიუჯეტიდან მილიონ ლარს მიიღებს.