ვიქნები აქტიური და ვიბრძოლებ ბოლომდე! - გოგი წულაიას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

01.07.21 16:21
ვიქნები აქტიური და ვიბრძოლებ ბოლომდე! - გოგი წულაიას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

თითქმის სამთვენახევრიანი პატიმრობის შემდეგ "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. გოგი წულაია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს და მათ შორის, პოლიტიკოსებს, რომლებმაც მას რთულ პერიოდში თანადგომა გამოუცხადეს. 

წულაია პირდაპირ აცხადებს, რომ რეალურად ბერა ივანიშვილის გინებისთვის დაიჭირეს და თავს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს.  

შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიცხადებდა მხარდაჭერას, დანარჩენებს მაინცდამაინც თავი არ მოუკლავთ. თუ თვლიან ისინი, რომ ქალის უფლებების დაცვა უნდათ ნამეტანი და ასმათზე იყვნენ გადარეულები, ძალიან შემცდარან, მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის, - განაცხადა წულაიამ.

წულაია ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

პოლიტიკაში დავრჩები აბა, რას ვიზამ! ვიქნები აქტიური და ვიბრძოლებ ბოლომდე, - განაცხადა წულაიამ. 
 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. წულაიას 18 მარტს პროკურატურამ ბრალი  სსკ-ის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, რაც  4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები