სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გურიაში გრძელდება

24.02.24 14:54
 სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გურიაში გრძელდება

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გურიაში გრძელდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის თქმით, მოქალაქეების ერთობა ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, სანამ სასურველი შედეგი სახეზე არ იქნება.

მართლაც წარმოუდგენელი აქტივობა არის ჩვენი მოქალაქეების, სადაც ჩავდივართ და ვხედავთ, რომ თითქმის უკვე ნახევარი საქართველო შემოვიარეთ. ჩავალ ყველგან! აი ეს ხდება ყველგან, არის უამრავი ადამიანი, რომლებიც მოდიან და ხელს აწერენ მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 

მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენი ეს ერთობა, მართლაც  უპრეცედენტო ერთობა ჩვენი მოქალაქეების, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ძალიან მალე, ჩვენ ყველა ერთად გავათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს და გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.

თათია ნიკოლაშვილის თქმით, ენმ-ის ამომრჩევლები იზიარებენ იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის თავისუფლება საქართველოს თავისუფლებას ნიშნავს.

ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, გურიაში ადამიანები ითხოვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ჰყავს მხარდამჭერები, რომელიც არის ყველაზე ერთგული ადამიანები და არა მხოლოდ ამ პარტიის მხარდამჭერები, ყველა იაზრებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნისთვის მეტი ეკონომიკური დოვლათის მოტანას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ არჩევანს, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს უპირობოდ თავისუფალი და ამას საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა იაზრებს და იაზრებენ გურიაშიც, სადაც არიან ყველაზე მებრძოლი და ერთგული ადამიანები.“ - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.