"საოკუპაციო რეჟიმი მზადებას აწარმოებს" - ქაცარავა
საოკუპაციო ხაზთან ახალი საგუშაგოები გაჩნდა. უახლეს კადრებში, რომელიც "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" რამდენიმე საათის წინ გაავრცელა, კარგად ჩანს სანგრები, რომელიც ოკუპანტებმა გათხარეს. მასალა ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთშია გადაღებული.
"ანტისაოკუპაციო მოძრაობას" აქვს ეჭვი, რომ რუსი სამხედროებიი მზადებაზე გადავიდნენ.
საოკუპაციო რეჟიმი აწარმოებს მზადებას. ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ცალსახაა, რომ ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" მხრიდან ვერ და არ აჩერებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის აგრესიას და ეს სანგარი, რომელიც გათხრილია საგუშაგოს ირგვლივ, არის სისტემური მზადების ნაწილი. ეს არ არის ცალკე დაყენებული საგუშაგო, რომლის ირგვლივაც რუსებმა უბრალოდ გაამაგრეს ამ სანგრების გათხრით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი არასდროს იტყვის უარს თავის ექსპანსიონისტურ გეგმებზე და საქართველოს შესაძლო სრულ ოკუპაციაზე", - ამბობს ქაცარავა.