ნათელაშვილი, ბურჯანაძე და ჩხარტიშვილი მიცხადებდა მხარდაჭერას, დანარჩენს თავი არ მოუკვლია - წულაია
პატიმრობიდან გათავისუფლებული გოგი წულაია ამბობს, რომ ციხეში ყოფნისას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გულგრილობა მისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული იყო.
ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც ეს თემა წამოიწია ისევ და პროკურატურამ რაღაც განცხადებები გააკეთა, კაციშვილს არ ვუხსენებივარ. თვითონ პროკურატურის განცხადებაში იყო ჩემი გვარი და სახელი ნახსენები, რომ ვიყავი უკანონო მოსმენაზე და ოპოზიციას არ გავხსენებივარ, „ოცნებამ“ მახსენა. ამას ყევლაფერს თავი დავანებოთ, ამას ყველაფერს გვერდზე გადავდებ, - განაცხადა წულაიამ.
წულაიამ მადლობა გადაუხადა იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც რთულ პერიოდში მხარდაჭრა გამოუცხადეს.
შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიცხადებდა მხარდაჭერას, დანარჩენი მაიცდა მაინც თავი არ მოუკვლიათ, - ამბობს წულაია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. წულაიას 18 მარტს პროკურატურამ ბრალი სსკ-ის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.