იმედი მაქვს, პრეზიდენტი უმნიშვნელოვანესი როლის თამაშს შეძლებს - ხიდაშელი და უსუფაშვილი ზურაბიშვილს ხვდებიან

24.02.24 15:19
იმედი მაქვს, პრეზიდენტი უმნიშვნელოვანესი როლის თამაშს შეძლებს - ხიდაშელი და უსუფაშვილი ზურაბიშვილს ხვდებიან

თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი ორბელელიანების სასახლეში პრეზიდენტს ხვდებიან - უსუაფაშვილმა შეხვედრის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა საინტერესო წინადადება წამოაყენა სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ მეტი რწმენა და მეტი იმედი, რომ არჩევნებზე მოსვლას აქვს აზრი და ამაში სახელმწიფოს მეთაურს ამაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია.

დღეს ვხვდებით ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მან ბოლო ხანებში საკმაოდ საინტერესო წინადადება წამოაყენა, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. როდესაც ის პარლამენტში იყო მობრძანებული, პირდაპირ მივმართე, რომ მას აქვს სათანადო ბერკეტები, არა ადმინისტრაციულ-საძალაუფლებო, არამედ სხვა, სახელმწიფოს მეთაურული ბერკეტები, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ მეტი რწმენა და მეტი იმედი, რომ მათ ხმას აქვს აზრი, არჩევნებზე მოსვლას აქვს აზრი და ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების აქტიურობამ. სახელმწიფოს მეთაურს ამაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია. მან გამოაცხადა, რომ მზად არის, გარკვეული პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივიც და ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა", - ამბობს უსუფაშვილი.

პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება თინა ხიდაშელიც. პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი, როგორც სახელმწიფოს გარანტი უმნიშვნელოვანესი როლის თამაშს შეძლებს.

მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას, რომ გაჩნდა შესაძლებლობა, იყოს ქვეყანაში ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი მაინც, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება არა პოლიტიკური რომელიმე პარტიის ინტერესების მატარებელი, არამედ სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის ინტერესის მატარებელი. ეს არის უზარმაზარი საჩუქარი ქვეყნისთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის და ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება და სალომე ზურაბიშვილი, როგორც სახელმწიფოს მეთაური და გარანტი შეძლებს, ამ უმნიშვნელოვანესი როლის თამაშს", - ამბობს ხიდაშელი.

პრეზიდენტი "ერთობის პლატფორმის" ფარგლებში ოპოზიციასტან შეხვედრებს აგრძელებს, რომლის მიზანია ის რეკომენდაციები და 9 დატქმა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. 

აუდიენცია ზურაბიშვილის მიუნხენიდან დაბრუნების და პრემიერის მიერ ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ იმართება, ამიტომ საინტერესოა, რა ახალი გზავნილები აქვს პრეზიდენტს ევროპელ ლიდერებთან ერთი-ერთზე საუბრის შემდეგ.