საერთო დოკუმენტის შედგენის გეგმა - რაზე ისაუბრა ანა დოლიძემ პრეზიდენტთან

24.02.24 15:13
 საერთო დოკუმენტის შედგენის გეგმა - რაზე ისაუბრა ანა დოლიძემ პრეზიდენტთან

პრეზიდენტისგან მოვისმინეთ საერთო დოკუმენტის შედგენის შესახებ, გეგმის, თუ რა ვალდებულებებს ვიღებთ ჩვენ თავზე - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

ჩვენი ამოცანა იყო, დღეს თავად პრეზიდენტისგან გაგვეგო, რა არის მისი დღის წესრიგი და მისი ხედვა. მოვისმინეთ, რომ ეს იქნება საქმიანი პროცესი, რომლის პირველი ეტაპიც იქნება საერთო დოკუმენტის შედგენა, გეგმის თუ რა ვალდებულებებს ვიღებთ ჩვენ თავზე როგორც პარტიები მას შემდეგ, რაც მოვალთ ხელისუფლებაში. როგორც შევთანხმდით, ჩვენ წავალთ პარტიაში, განვიხილავთ ამ იდეას და ამ პროცესს, რომელიც მან დაგვიზუსტა და შემდეგ მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას თქვენც და ქალბატონ პრეზიდენტსაც", - ამბობს დოლიძე.

პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრები დაიწყო. ამ წუთებში, ათონელის რეზიდენციაში თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი იმყოფებიან. როგორ წარმოუდგენია პრეზიდენტს ევროპულ რეკომენდაციებზე მუშაობა და რა როლი მიენიჭება ამ პროცესში ოპოზიციის ერთობას, ეს არის შეხვედრის განხილვის მთავარი თემა.

აუდიენცია ზურაბიშვილის მიუნხენიდან დაბრუნების და პრემიერის მიერ ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ იმართება, ამიტომ საინტერესოა, რა ახალი გზავნილები აქვს პრეზიდენტს ევროპელ ლიდერებთან ერთი-ერთზე საუბრის შემდეგ.