მოვუწოდებ პრეზიდენტს, ვეტო დაადოს პარტიების დაფინანსების კანონპროექტს - შალვა ნათელაშვილი

01.07.21 16:36
მოვუწოდებ პრეზიდენტს, ვეტო დაადოს პარტიების დაფინანსების კანონპროექტს - შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, მოუწოდეს  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს,  ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომელის თანახმადაც პარტიას  უწყდება დაფინანსება,  კომისიის წევრის  ყოლის უფლება და უფასო სარეკლამო დრო. 

ნათელაშვილის თქმით, ვინაიდან შარლ მიშელის დოკუმენტს სწორედ პრეზიდენტის სასახლეში მოეწერა ხელი, ამიტომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია გარანტი ამ ხელშეკრულების, რომლის თანახმადაც ბოიკოტში მყოფ პარტიებს აღნიშნული სადამსჯელო ღონისძიება არ უნდა შეხებოდათ.