სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან გამოყენებული არ ყოფილა - უსუფაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრაზე

24.02.24 16:58
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან გამოყენებული არ ყოფილა - უსუფაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრაზე

დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვა გაერთიანება ნახსენები არ ყოფილა არც ერთი მხრიდან - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტთან საუბარი შეეხო საქართველოს უახლოეს მომავალს, რაც უკავშირდება სწრაფ ევროპულ ინტეგრაციას, რათა მოვახერხოთ ევროპულ სისტემაში გაერთიანება და ამისთვის გადამწყვეტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება. საქართველოში ხელისუფლების წყარო კვლავ უნდა გახდეს ხალხი და დასაყრდენი უნდა გახდეს ხალხი. პრეზიდენტს აქვს ამისი ბერკეტები და ჩვენ გვქონდა საუბარი ამ თემებზე, რომ რა შეიძლება გაკეთდეს დღეიდან არჩევნებამდე იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ქვეყნის თავისუფლება. დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვა გაერთიანება ნახსენები არ ყოფილა არც ერთი მხრიდან, რადგან აქ საუბარია სახელმწიფოებრივ საკითხებზე და არა პოლიტიკური პარტიების ტაქტიკურ ცვლილებებზე თუ მოვლენებზე, რაც გადასაწყვეტია პარტიების და არა პრეზიდენტის", - ამბობს უსუფაშვილი.