დამაცდით, დამაცდით, ახალგაზრდავ? სოფლის მეურნეობის მინისტრს ნერვებმა უმტყუვნა

01.07.21 17:01
დამაცდით, დამაცდით, ახალგაზრდავ? სოფლის მეურნეობის მინისტრს ნერვებმა უმტყუვნა

,,იმ 9 წლის შემდეგ რა შეიცვალა? -სოფლის მეურნეობის მინისტრი, მწყობრიდან გამოიყვანა ჟურნალისტის კითხვამ.

ლევან დავითაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პური ქვეყანაში იმის გამო გაძვირდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობის შედეგად სოფლის მეურნეობა დაინგრა და განადგურდა.

ლევან დავითაშვილი ამტკიცებს, რომ გაძვირებული პროდუქტი დღეს, ,,ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობის შედეგია.

წინა ხელისუფლების პირობებში, როცა დაანგრიეს სოფლის მეურნეობა, მოგვცა ის, რომ საქართველოს დაცვის არამაირი მექანიზმი არ გააჩნია. ჩვენ ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ - განაცხადა მინისტრმა.

,,9 წლის შემდეგ დრო გავიდა და რა შეიცვალა? მიმართა ჟურნალისტმა მინისტრს.

,,დამაცდით, დამაცდით, ახალგაზრდავ, 9 წელიწადში რაც დაინგრა, იმას ერთ წელიწადში ვერ აღადგენ. - უპასუხა გაბრაზებულმა მინისტრმა.

გაძვირდება თუ არა პური? დღეიდან ფქვილის სუბსიდირება ბიუჯეტიდან აღარ მოხდება. დიდი ქარხნები სახელმწიფო დახმარებას დღეიდან ვეღარ მიიღებენ, რაც ავტომატურად პურის ფასის გაზრდას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები