მესიჯბოქსები დეპუტატებს - ვინ იგონებს და ვისი სიტყვებით იმუქრებიან ოლიგარქის პარტიაში
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა ოლიგარქიის პარტიის შიდა მოხმარების მიმოწერა, რომელიც "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ინფორმაციით, დეპუტატებს გაუგზავნეს და წინასწარ განუსაზღვრეს - ვის რა უნდა დააბრალონ, ვის რა უნდა მოუგონონ და ვინ როგორ უნდა ლანძღონ.
ის, რაც ამ ერთ გვერდიან ინსტრუქციაში წერია, ერთი-ერთში ემთხვევა, იმას რასაც "ქართული ოცნების წევრები შემდეგ კამერების წინ ლაპარაკობენ.
"გენერალური მესიჯი უცხოელი პატრონების მიერ ნაცმოძრაობის მიზანმიმართულად დაშლასა და ე.წ. „მესამე ძალის“ ჩამოყალიბების მცდელობაზე" - ასე იწყება შიდა ინსტრუქცია, რომელიც დეპუტატებს გაუგზავნეს და ხელში "მელაძის შაბათს" ჩაუვარდა. აქ წერია, რომ პოლიტიკური პროცესები მათ შორის გადაჯგუფება ოპოზიციაში უნდა დაუკავშირონ გამოგონილ, რეალობაში არ არსებულ უცხოელ პატრონს, რომლის უხილავი ხელითაც თითქოს ოპოზიცია იმართება. რაც აქ წერია "ქართული ოცნების" ლიდერები ყველაფერს კამერების წინ, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ერი-ერთში იმეორებენ.
ბოსის ინსტრუქციით პარტიის წევრებს ევალებათ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში სიტყვა "კრიმინალი" ხშირად გამოიყენონ. გადამწყვეტ არჩევნებამდე საჭიროა, ოპოზიციური პარტიები ნაციონალების დანაყოფად გამოაცხადონ, მათ შორის ექს პრემიერის გიორგი გახარიას პარტია და ხაზარაძის - "ლელო".
"ოცნების" ოფისიდან გამოჟონილ მესიჯბოქსში ნაც მოძრაობის გვერდით ან "რადიკალი" წერია, ან "უმძიმესი კრიმინალური წარსულით დამძიმებული" ძალა.
აქტიური მუშაობაა გაჩაღებული ე.წ. მესამე ძალის ჩამოყალიბების თაობაზე - „ნაციონალების წიაღში აღმოცენებული და კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილი მამუკა ხაზარაძე სწორედ ამ დავალებას ასრულებს". პარტია ლელო არაფერია, თუ არა ნაცმოძრაობის გაგრძელება"- ეს არის ციტატა პარტიული ინსტრუქციიდან.
ერთ გევრდიანი პარტიული ინსტრუქცია, არის მითითება, ვინ რა ფრაზებით უნდა ილაოპრაკოს კამერებთან ან პარლამენტში სტყვით გამოსლის დროს - რას პასუხობენ "ქართული ოცნების" დეპუტატები ნატა ქაჯაიას მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და რას ამბობს ოპოზიცია, ნახეთ "შაბათის ეთერის" სპეციალურ რეპორტაჟში.