ფარცხალაძის რუსული პარტია - ქართულ პოლიტიკაში კრემლი ღიად ერთვება?!
გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვით ადრე, ქართულ პოლიტიკაში რუსეთი ღიად ერთვება - კრემლთან პირდაპირ ხაზზე მყოფი პრორუსი "ქართველების ერთობა" პოლიტიკური პარტიად ჩამოყალიბდა. პარტიების რეესტრის ერთიანი ამონაწერიდან დგინდება, რომ ახალი პრორუსული პოლიტიკური ხედვების მქონე პარტიის თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილია. ჭიქაშვილი მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია, "სოლიდარობა მშვიდობის" თავმჯდომარე იყო, ამ ორგანიზაციის წევრი იყო, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებული, ექს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შვილი, ანდრია (ანზორ) ფარცხალაძე.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, შეერთებული შტატების მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული და სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე, დღემდე ახალი პარტიის დამფუძნებელთან, მერაბ ჭიქაშვილთან მჭიდრო კავშირშია. ახალი პრორუსული პარტიაც, რომლის პრეზენტაციაც, სასტუმრო "შერატონში" შედგა, ფარცხალაძესთან კომუნიკაციით შეექმნა, ექს მთავარ პროკურორს რომელიც, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის იმ დეპარტამენტის წარმოადგენს, რომელიც საქართველოს საკითხებს კურიერებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით კი ფარცხალაძეს დავალებული აქვს საქართველოში ხალხის განწყობები რუსეთის სასიკეთოდ შეცვალოს. "მელაძის შაბათის" ინფორმაციით, პრორუსული პარტიაც რუსული დაფინანსებით ამის გამო შექმნა.
ფარცხალაძესთან დაკავშირებული პარტია, რომელიც საქართველო რუსულ ორბიტაზე ხედავს და რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას გაატარებს, უკვე არჩევნებისთვის ემზადება.
პარტიის პრეზენტაციის ფოტოებში, ფარცხალაძესთან კავშირში მყოფი ახალი პოლიტიკური ძალის ყრილობას, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ახლო მეგობარი, ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მამუკა ფიფია ესწრებოდა. ირკვევა, რომ გავრილოვის მეგობარს, ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პარტიაში, საერთაშორისო მდივნის თანამდებობა ექნება.
გავრილოვის მეგობარ ბიზნესმენი, პოლიტიკურ ასპარეზზე შარშან გამოჩნდა, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სასტიკი ომის შემდეგ ბიზნესის საქართველოში გადმოტანა გადაწყვიტა. 2022 წლის 21 ივნისს, მის სახელზე შპს ბლექ სი პერლ ქომფანი დარეგისტრირდა. 2023 წლის 30 ოქტომბერს კი, პარტიის დაფუძნებამდე რამდენიმე თვით ადრე, კომპანიის ლიკვიდაცია მოითხოვა. მისი წარმომადგენელი ამ დროს ბესიკ გუნია იყო, რომლის სახელზეც ერთდროულად რამდენიმე კომპანია გაჩნდა. დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ჩნდება განცდა, რომ პოლიტიკაში მოსვლის გამო ფიფიამ ბიზნესი სანდო კაცზე გადააფორმა.
ქართულ პოლიტიკაში, გადამწყვეტი არჩევნებისთვის კიდევ ერთი პრორუსული პარტიის შემოყვანის საკითხი როგორც ჩანს კრემლში დიდი ხნის წინ გადაწყდა - ახლა მთავარი კითხვაა ვინ ჩადებს კიდევ ერთ პრორუსულ პარტიაში ფულს ?!
- ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძის ვაჟმა, ანდრეა ფარცხალაძემ 2022 წლის 25 მაისს დააფუძნა ორგანიზაცია "კონსერვატიული კავშირი", რომლის წესდების 22-ე პუნქტის თანახმად, მას უფლება აქვს შემოწირულებებს სახით ფული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან და ფონდებისგან მიიღოს, მათ შორის ნაღდი ფულის ან უძრავი ქონების სახით. ეს ფული კი ორგანიზაციის მიზნებს უნდა მოახმაროს.
- წესდების, მე-15 პუნქტის თანახმად, მან საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაზე უნდა იმუშაოს და ინსტრუმენტად შეუძლია აქციებიც გამოიყენოს. ანუ თუ ფარცხალაძის ორგანიზაცია დაფინანსებას რუსეთისგან მიიღებს, აქ კი იმუშავებს რუსეთთან კავშირების გაღრმავებაზე და ამისთვის აქციებსაც მოაწყობს ეს უკვე დალაგებული აქვს.