რუსული ნარკომაფია საქართველოში - კაცი, ვინც ნარკოტიკებს დაატარებდა სკანდალურ დეტალებს ჰყვება (ვიდეო)

24.02.24 21:26
რუსული ნარკომაფია საქართველოში - კაცი, ვინც ნარკოტიკებს დაატარებდა სკანდალურ დეტალებს ჰყვება (ვიდეო)

როგორ დააყენეს სიკვდილის გზაზე ქართველი ახალგაზრდები რუსმა რეალიზატორებმა? - მოპოვებულია ნარკოტიკების დამტარებლების ახალი მონაცემები. ირკვევა რომ სიკვდილის გაყიდვის სქემაში ჩართულები ჰყავთ: პიანსტი, სანტექნიკოსი, სტუდენტი, პენსიონერი.

ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ რუსულმა ნარკომაფიამ საქართველოში მკვლელ ნარკოტიკზე ათასობით ახალგაზრდა შესვა. ფსიქიატრიულებში და ნარკოლოგიურებში პაციენტების მიღებას ვერ აუდიან.

პირველად,  "ნოდარ მელაძის შაბათში" დეღეს კაცი  ვინც ნარკოტიკებს დაატარებდა სკანდალურ დეტალებს ჰყვაბა. 

„შაბათის ეთერთან „ პირველ ინტერვიუში 23 წლის ე.წ. დამდები  დეტალურად ჰყვება რა დავალებები  შეასრულა იმისთვის რომ ფული სანაცვლოდ მკვლელი ნარკოტიკის გასაღების სქემაში ჩართულიყო. კაცი ჰყვება, რომ  ე.წ. შავ მარკეტში მუშაობის დასაწყებად ჯერ  ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა.

შემდეგი ინსტრუქცია ნარკოტიკების განთავსებაა, იმისთვის რომ მკვლელი ნივთიერება ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რუსული ნარკოკარტელის მთავარი მოთხოვნა მისი განლაგება ისეთ ტერიტორიაზეა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრო და ავტობუსი ახლოს გადაადგილდება. 

ანაზღაურება თითოეულ  მისამართზე  5 დან 8 დოლარამდეა, თუმცა  თუ ე.წ. კურიერი  ნარკოტიკების სამალავში ნივთიერების  დაფასოებასაც დათანხმდება. ასეთ შემთხვევაში ხელფასი 10 დოლარამდე გაიზრდება. იმისთვის რომ ჩარიცხული ხელფასის წარმომავლობა არ დადგინდეს ე.წ. კურიერებს დილერები ფულს ბიტკოინის ანგარიშზე ურიცხავენ.

ასე გაიარა ყველა ეტაპი "შაბათის ეთერის" რესპონდენტმა. საბოლოოდ კი ე.წ. ბარიგამ, ნარკოტიკების სამალავის მისამართი გაუგზავნა. ადგილზე მისულ კურიერს. ერთ-ერთ ძველ შენობაში გასაყიდად გამზადებული 20 შეკვრა უკვე დაფასოებული მკვლელი ნარკოტიკი დახვდა. 

გაწერილია ნარკოტიკის აღების წესიც - სანამ რესპონდენტი მკვლელ ნარკოტიკს აიღებდა რუსი დილერებისგან კიდევ ერთი ბოლო და მთავარი გაფრთხილება მიიღო, იმისთვის რომ დაკავების შემთხვევაში ნარკოტიკზე მისი დნმ არ დარჩენილიყო  და პოლიციას მტკიცებულება არ ჰქონოდა, 23 წლის კაცს დილერმა ნარკოტიკის აღება ხელთათმანით  მოსთხოვა. 

ინტერვიუდან ირკვევა, რომ რუსი ნარკომოვაჭრეები, კურიერებს ჰპირდებიან, რომ თუ პოლიცია დააკავეს. პატიმრობიდან გასათავისუფლებლად საჭირო თანხას ისინი გადაუხდიან. ის ხელშეუხებელი იქნებოდა თუ ნარკოტიკების რეალიზაციის გამო ციხეში მოხვდებოდა დაწესებულებას მალე დატოვებდა.

23 წლის ე.წ. კურიერი ამტკიცებს, რომ საბოლოოდ აღებული ნარკოტიკები გაანადგურა და ყველა შეკვრა დაწვა. ამის გამო კი ახლა მასზე ძებნაა გამოცხადებული. 

რუსმა ნარკობარონმა  ჯერ პირადობის ფოტოები გაუსაჯაროვა  ახლა კი მის დასასჯელად ძებნა აქვთ გამოცხადებული. დაწყებულია ჯილდოც, ვინც ჩვენს რესპოდენტს იპოვის და ცემს 1000 დოლარს გადაუხდიან. ამბობს, რომ დღეში რამდენჯერმე მუქარის შემცველ შეტყობინებებსაც.

ასევე ნახეთ: ქართველი ახალგაზრდები სიკვდილის გზაზე - დიდი სპეციალური გამოძიება