გვანცუშკები, შენი საქმე არაა, სად წავალ და სად მოვალ - მოსამართლეობის კანდიდატი

01.07.21 17:11
გვანცუშკები, შენი საქმე არაა, სად წავალ და სად მოვალ - მოსამართლეობის კანდიდატი

გზავნილი მოსამართლეობის კანდიდატისგან  - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოქმედი ადვოკატი - პაატა შავაძე, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის იურისტს, გვანცა წულუკიძეს  "გვანცუშკებით" მიმართავს და დამცინავ ხმოვან შეტყობინებას უგზავნის. 

შავაძე მესამედ არ გამოცხადდა გასაუბრებაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რის შემდეგაც მართლმსაჯულების კოალიციის ფეისბუქ გვერდზე “მინდა, ვენდო სასამართლოს” განთავსდა ქარდი, რომელიც საზოგადოებას აცნობდა, რომ კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა. ქარდზე კომენტარი დაწერა GDI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორმა, გვანცა წულუკიძემ, რის შემდეგაც მან მიიღო შემდეგი შინაარსის ხმოვანი შეტყობინება პაატა შავაძისგან. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები