არცერთი სიტყვა რუსულ აგრესიაზე - იუნკერების ხსოვნას პატივი "ოცნების" ლიდერებმა მიაგეს

25.02.24 11:21
არცერთი სიტყვა რუსულ აგრესიაზე - იუნკერების ხსოვნას პატივი "ოცნების" ლიდერებმა მიაგეს

103 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან - ამ წუთებში ტაბახმელაში პატივს სამხედრო სასწავლებლის იმ სტუდენტებს მიაგებენ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში საბჭოთა წითელ არმიას ემსხვერპლნენ. იუნკერების მემორიალთან მივიდნენ პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ და "ოცნების" მაღალჩინოსნებმა მემორიალი უსიტყვოდ დატოვეს. მათ რუსულ აგრესიაზე არაფერი უთქვამთ. მცირე კომენტარით შმეოიფარგლა თავდავის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

მძიმე დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ დაინახა თუ რაოდენ დიდი იყო სიმამაცე, პატრიოტიზმი საქართველოს სახელმწიფოს მცველების. მათი საქციელი, მათი თავდადება საუკუნეები იცოცხლებს და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ მათ როგორც სიმბოლოს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის და როგორც სიმბოლოს უდიდეის პატრიოტიზმის მატარებლის. დიდი მადლობა მათ და დიდება გმირებს! - თქვა თავდავის მინისტრმა. 

გმირთა მემროიალთან იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმდჯომარე რუსლან აბაშიძეც. მისი მტკიცებით, თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციამე მიიყვანს.

საქართელოს 20% ტერიტორიების არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული და თანმიმდევრული სამშვიობო პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს მიერ აქტიური საერთაშორისო აქტორების ჩართულობით ჩვენ მიგვიყვანს, საბოლოო ჯამში, ჩვენი ტერიტორიების ეოკუპაციამდე, - თქვა აბაშიძემ. 

გმირების ხსოვნას პტივი მიაგო ოპოზიციამაც. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რუსეთი საქართველოს ანექსიას ახლაც განაგრძობს - იტაცებს ტერიტორიებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს.