რუსული ტიპის ხელისუფლებისგან ოკუპანტის მიმართ რეალურ განცხადებებს არ ველით - "ლელო" იუნკერთა მემორიალთან მივიდა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ტაბახმელაში იუნკერთა მემორიალთან პატივის მისაგებად "ლელო" მივიდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გმირების დამსახურებაზე ისაუბრა და ხელისუფლება რუსული ტიპის მმართველობის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, "ოცნების" განცხადებები ქვეყნის რეალურ პოზიციას არ ასახავს.
თაგანწირვა, რომელიც ქართველებმა აჩვენეს აქ, კოჯორში, რა თქმა უნდა, ამ თავგანწირვამ მოიტანა ის, რომ ქვეყანა გათავისუფლდა. 1991 წელს ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ახლა ყველზე ახლოს ვართ იმ მიზანთან, რასაც ჰქვია ქვეყნის ერთხელ და სამუდამოდ რვოპულ ოჯახში დაბრუნება. "ქართული ოცნების" ხელწერა ჩვენთვის უცხო არ არის. ისინი არიან რუსული ტიპის მმართველი ძალა, შესაბამისად, მათგან არ ველით ჩვენი ოკუპანტის მიმართ განცხადებებს, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 103 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.
25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ 70 წელი გასტანა.