საბჭოთა ოკუპაციის დღე - პრეზიდენტის სასახლესა და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეზე და მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ეროვნული დროშები დაუშვეს მთელს ქვეყანაში - ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც.
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში სტუმრებს დღის მეორე ნახევარში ელოდება. ღონისძიების მთავარი ხაზი თავისუფლებისთვის ბრძოლაა. საპრეზიდენტო სასახლეში მიწვეული მწერლები საბჭოთა ოკუპაციაზე ისაუბრებენ.