მარო მაყაშვილი, შალვა ერისთავი და სხვა გმირები უკვე არიან გამარჯვებულები, რადგან ქართული სახელმწიფოს თავისუფლება მარადიულია - ფავლენიშვილი

25.02.24 12:01
მარო მაყაშვილი, შალვა ერისთავი და სხვა გმირები უკვე არიან გამარჯვებულები, რადგან ქართული სახელმწიფოს თავისუფლება მარადიულია - ფავლენიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “გამარჯვების კოალიციის” ლიდერებმა იუნკერთა მემორიალზე გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. პარტიის გენერალური მდივნის მოადგილის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, დღეს, როდესაც საქართველო არის დამოუკიდებელი, მარო მაყაშვილი, შალვა ერისთავი და სხვა გმირები უკვე არიან გამარჯვებულები, რადგან ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მარადიულია.

ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირულ გმირებს. მარო მაყაშვილის, შალვა ერისთავის, ოთარ თავართქილაძის და სხვა გმირების ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით და დღეს, როდესაც საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, როდესაც მათი ხსოვნა არის უკვდავყოფილი, როდესაც ჩვენი ევროპული ინტეგრაცია არის გარდაუვალი, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ისინი უკვე არიან გამარჯვებულები და ისინი იქნებიან მუდამ გამარჯვებულები, რადგან ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის მარადიული, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
 

საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 103 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.

25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ 70  წელი გასტანა.